სომხეთის 17 პარტიის საბჭოს განცხადებით, ხვალ ერევანში აქცია გაიმართება

ხვალ, 11 ნოემბერს, ერევანში, თავისუფლების მოედანზე 17 პარტია აქციას გამართავს. ამის შესახებ მათი საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ძვირფასო თანამოქალაქენო, სამწუხაროდ, გუშინ ჩვენს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა. ჩვენი ჯარისკაცების, რომლებიც საკუთარი სისხლით იცავენ ფრონტზე მიწასა და სახელმწიფოებრიობას და ყველა ჩვენგანის ზურგს უკან ხელი მოეწერა მოღალატეობრივ შეთანხმებას. ამ მომენტისთვის უკიდურესად აუცილებელია ჩვენი ერთიანობა, შიდა არეულობისა და პროვოკაციების გამორიცხვა. ხვალ, 11 ნოემბერს, 13:00 საათზე ყველას ვიწვევთ მიტინგზე თავისუფლების მოედანზე, სადაც წარმოდგენილი იქნება რთული სიტუაციიდან გამოსავლის გზები“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

თავის მხრივ, სომხეთის პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობისგან თავი შეიკაონ.

„მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზების, ჩატარების და მასში მონაწილეობისგან.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრიდან სომხეთში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა, რომლის თანახმად აიკრძალა შეხვედრების ორგანიზება, მასობრივი ღონისძიებების ჩატარება და მონაწილეობა“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა