თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. თბილისის მერიის ცნობით, შესაბამისი სამუშაოები პირველ ეტაპზე, დავით გურამიშვილის გამზირზე ჩატარდა.

მათი ინფორმაციით, კინოთეატრ „საქართველოდან“ მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთში 100-ზე მეტი სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა.

უწყების ცნობით, სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე, დავით ფაჩულია გაეცნო.

„სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. საახალწლო ილუმინაციები და კონსტრუქციები დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში განთავსდება“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა