დავით ზალკალიანი - ველით საქართველოში სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტს და ნაყოფიერ შეხვედრებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს Twitter-ის პირად გვერდზე ეხმაურება და ელის, რომ შეხვედრები ნაყოფიერი იქნება.

"ველით საქართველოში სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტს და ნაყოფიერ შეხვედრებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, რეგიონული უსაფრთხოების, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და ჩვენი დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის მიმართულებით", –წერს დავით ზალკალიანი.

შეგახსენებთ, 2020 წლის 17-18 ნოემბერს, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკო პომპეო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება.​

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა