მიხეილ სააკაშვილი - თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს ხალხის მასობრივი მობილიზაცია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც ხალხის მასობრივი მობილიზაცია უნდა მოხდეს.

სააკაშვილის თქმით, მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ქართველი ერი დასაჩაგრი არ არის.

"საქართველოში არჩევნები არის გაყალბებული, ამ გაყალბებულ არჩევნებს ქართველმა ხალხმა მასობრივი მობილიზაციით უნდა უპასუხოს. მათ შორის, თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს ხალხის მასობრივი მობილიზაცია. მე ასე გავაკეთებდი, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველი ერი დასაჩაგრი ერი არ არის. დაგვჩაგრეს და შევირგეთ, ვერ დაგვჩაგრავენ და არც შევირგებთ. დედის რძესავით რომ უნდა შეგვარგონ, არ გამოვა. ქართველ ხალხს სიამაყე და ღირსების განცდა აქვს", - განაცხადა სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.

ცნობისთვის,საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა