დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციის უსაფუძვლო მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე, პანდემიის გამწვავების ფაზაში, შესაძლოა, "იტალიური სცენარის" საფუძველი გახდეს

„ოპოზიციის პოლიტიკური უპასუხისმგებლობა ქვეყანას ეპიდემიოლოგიურად ძვირი დაუჯდება და შესაძლოა, საქართველოში "იტალიური სცენარი მივიღოთ",- ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო ცდილობს, მაქსიმალური დატვირთვა აარიდოს ჯანდაცვის სექტორს, ხოლო უპასუხისმგებლო ოპოზიცია საკუთარ მომხრეებს სამსხვერპლოზე უშვებს.

„ოპოზიცია საზოგადოებას ფინალურ აურზაურს სთავაზობს, თანაც იმ დროს,როცა საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად კორონავირუსს მისი გავრცელების მეორე ტალღის პიკურ ფაზაში ებრძვის. საკოორდინაციო საბჭო ცდილობს მაქსიმალური დატვირთვა აარიდოს ჯანდაცვის სექტორს,რომელიც, პრაქტიკულად, ბრძოლის წინა ხაზს წარმოადგენს. მობილიზება უკეთდება სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებს, არა მომუშავე მედპერსონალს, რომ დაეხმარონ მოქმედ ექიმებს პაციენტების მართვაში. პოლიცია მაქსიმუმს აკეთებს,ზიანის გარეშე დაიცვას წესრიგი. მობილიზება უკეთდება ქვეყანაში მარაგებს. აქტიური კომუნიკაციაა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ფინანსების მოსაზიდად. მიმდინარეობს მუშაობა შესაძლო ვაქცინის უსწრაფეს შემოტანაზე ქვეყანაში. უპასუხისმგებლო ოპოზიცია კი დესტრუქციის გზით ხელისუფლებაში დაბრუნების ცდუნებით სამსხვერპლოზე უშვებს საკუთარ მომხრეებს,რომლებიც რამოდენიმე დღეში საკუთარი თავის და უმრავლესობის ეპიდემიოლოგიურ საფრთხედ წარმოჩინდება. მათი უსაფუძვლო მოთხოვნა კი, ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე, მითუმეტეს, პანდემიის გამწვავების ფაზაში, შესაძლოა"იტალიური სცენარის" საფუძველი გახდეს. ჩვენი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ეს რომ თავიდან იქნას აცილებული, საჭიროა ქუჩის პროცესების მოლაპარაკებების მაგიდასთან გადატანა და ადეკვატური შეზღუდვების შემოღება.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა