გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი რეგიონში მიმდინარე ძალთა ბალანსის სერიოზული ცვლილებებითაა გამოწვეული

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი რეგიონში მიმდინარე ძალთა ბალანსის ცვლილებებითაა გამოწვეული.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კავკასიის რეგიონში „სერიოზული ძვრები“ დაიწყო, რაც ამერიკას, როგორც გლობალურ მოთამაშეს, აწუხებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების შიდაპოლიტიკური კუთხით საკმაოდ რთულ და არაორდინალურ ვითარებაში ვიზიტი გამოწვეულია უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებით, ვიდრე საქართველოა. ვიხრები იქით, რომ ეს ვიზიტი გამოწვეულია უფრო რეგიონში მიმდინარე ძალთა ბალანსის სერიოზული ცვლილებით, რასაც შეიძლება საკმაოდ შორს მიმავალი შედეგები ჰქონდეს, რაც, ბუნებრივია, აშფოთებს შეერთებულ შტატებს. უფრო ალბათ ამ მიმართულებით იქნება საუბარი, თუმცა, სხვა საკითხებიც იქნება ალბათ.

კავკასიაში ის სტატუს-კვო, რაც იყო და რაც მდორე გეოპოლიტიკურ განვითარებას გულისხმობდა, გაყინული ფაზიდან გამოვიდა, შესაბამისად დაიწყო სერიოზული ძვრები. როდესაც ასეთი ძვრები იწყება, შეერთებულ შტატებს, როგორც გლობალურ მოთამაშეს, ეს ყველაფერი აწუხებს, შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოა მათი ყველაზე დიდი მოკავშირე ამ რეგიონში, ბუნებრივია, ამითაა განპირობებული ასეთი დაჩქარებული ვიზიტის ორგანიზება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა