საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარეებმა იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება და მთიანი ყარაბაღის მომავალი სტატუსის განსაზღვრა უნდა დაუშვან

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება და აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ცეცხლის შეწყვეტას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მხარეებმა რამდენჯერმე აიღეს ეს ვალდებულება და ჩვენ,მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში, ამ პრიორიტეტის ერთგული ვიყავით და ვრჩებით. ამიტომ, ველით, რომ აზერბაიჯანი ზედმიწევნით შეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს და დაუყოვნებლივ შეწყვეტს თავდასხმას. ამ კონტექსტში ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთს, არ გააკეთოს ისეთი რამ, რაც ეწინააღმდეგება ამ მნიშვნელოვან პრიორიტეტს“, - ნათქვამია ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებაში.

მისი თქმით, აუცილებელია, კონფლიქტის მხარეებმა მოლაპარაკებები განაახლონ და მთიანი ყარაბაღის მომავალი სტატუსი განსაზღვრონ.

„ორ მხარეს შორის დისკუსია დაუყოვნებლად უნდა განახლდეს. მათ უნდა დაუშვან უკანასკნელი კვირების განმავლობაში კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება და მთიანი ყარაბაღის მომავალი სტატუსის განსაზღვრა“, - აღნიშნულია ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარეებმა იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება და მთიანი ყარაბაღის მომავალი სტატუსის განსაზღვრა უნდა დაუშვან

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს