ვახტანგ ძაბირაძე - პომპეოს ვიზიტისას საუბარი იქნება არჩევნებზე, თუმცა სახელმწიფო მდივნისგან არ ველოდები რადიკალურ, განსხვავებულ მოსაზრებას იმ განცხადებისგან, რასაც აშშ-ს საელჩო ავრცელებდა

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი არჩევნების საკითხს არ უკავშირდება, რადგან მსგავსი ვიზიტები ბევრად ადრე იგეგმება, ვიდრე ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა და შედეგები იქნებოდა ცნობილი.

ძაბირაძის განმატებით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და რეგიონში მყარი დასაყრდენია, ამიტომ მსგავსი ვიზიტები გასაკვირი არ არის, თუმცა ამ ფაქტორს რეგიონში შექმნილი ვითარებაც ემატება, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტმა და შემდგომ მიღწეულმა შეთანხმებამ შექმნა.

„დავიწყოთ იმით, რომ ეს ვიზიტი, დიდი ალბათობით, დაიგეგმა გაცილებით ადრე, ვიდრე საქართველოში არჩევნები ჩატარდებოდა და არჩევნების შედეგები იქნებოდა ცნობილი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლება საერთოდ უარყოფს ყველაფერს, ოპოზიცია კი ამბობს, რომ პომპეო ამიტომ ჩამოდის. ამასთანავე, როგორც წესი, ასეთი ვიზიტები, როდესაც ამერიკის უმაღლესი თანამდებობის პირი ჩამოდის ევროპაში, რამდენიმე ქვეყანაში ხორციელდება. დღესაც ასეთი ვითარებაა, რომ ჩადის საფრანგეთში, რამდენადაც ვიცი, საქართველოში, თურქეთში, ისრაელსა და არაბეთში, ეს აქვს მარშრუტი მთლიანად. ეს ზოგადად, რომ წარმოვაჩინოთ ვიზიტის მასშტაბურობა და ზოგადი კონცეფცია. ახლა რატომ საქართველოში?- საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი. ვინმეს მოსწონს ეს თუ არ მოსწონს სამეზობლოში, მაინც, კავკასიაში, წარმოვადგენთ ყველაზე მყარ დასაყრდენს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ამასთან ერთად, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოსა და ამერიკის ინტერესები ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს. შესაბამისად, ასეთი ვიზიტი მოულოდნელი, რა თქმა უნდა, არ უნდა ყოფილიყო. ამას ემატება ისიც, რომ გართულებულია ვითარება ჩვენს რეგიონში და ნახეთ რაც მოხდა, საომარი მოქმედებები მართალია შეწყდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მაგრამ, მე რომ მკითხოთ, ამ საომარი ვითარებიდან გამარჯვებული გამოვიდა რუსეთი იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს რუსული სამშვიდობო კონტიგენტის ყოფნა ამა თუ იმ ტერიტორიაზე, ამის ძალიან ცოცხალი მაგალითი გავქვს და არც თუ ისე შორეული წარსულიდან. ასე რომ, იმ რეგიონში ახლა თუ ვინმეს ინტერესები იქნება დაცული, პირველ რიგში, იქნება რუსული ინტერესები დაცული და არა სხვისი. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი აუცილებლად იქნება განხილვის თემა პომპეოსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. ამასთანავე, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი არჩევნებზე, თუმცა არ ველოდები რაღაც რადიკალურ, განსხვავებულ მოსაზრებას სახელმწიფო მდივნისგან იმ განცხადებისგან, რასაც ამერიკის საელჩო და ზოგადად ევროკავშირი და მისი წარმომადგენლები ავრცელებენ“, -განაცხადა ძაბირაძემ.

ამასთანავე ვახტანგ ძაბირაძის თქმით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციასთან შეხვედრა დაგეგმილი არ არის, თუმცა პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეს შეხვედრა შედგეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო