გიორგი ვაშაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელმა” სამოქმედო გეგმა ჩამოაყალიბა, რომელიც სამი კონკრეტული საკითხისგან შედგება

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელმა” სამოქმედო გეგმა ჩამოაყალიბა, რომელიც სამი კონკრეტული საკითხისგან შედგება. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტიაში საბჭოს შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი” წარმოადგენს თავის ხედვას საარჩევნო ადმინისტრაციის და საარჩევნო პროცედურების სრულფასოვან ცვლილებებთან დაკავშირებით.

„ჩვენ ამ ქვეყანაზე გვაქვს იმაზე გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა, ვიდრე „ქართულ ოცნებას”. ჩვენ ქვეყნის ნგრევაში მათ ნამდვილად ვერ ავყვებით. დღეს სამ კონკრეტულ საკითხზე შევთანხმდი, პირველი - მშვიდობიან, რა თქმა უნდა, არაძალადობრივ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ. მეორე - რამდენიმე დღეში ჩვენ წარმოვადგენთ „სტრატეგია აღმაშენებლის” ხედვას საარჩევნო ადმინისტრაციის და საარჩევნო პროცედურების სრულფასოვან ცვლილებებთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს ის ახალი სისტემა, რომელსაც ექნება ნდობა პოლიტიკური ძალების მხრიდან და მესამე - მზაობა დიალოგისათვის მზაობა დიპლომატიური წარმომადგენლების შუამდგომლობით”, - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა