ცენტრი „ემპათია" გენერალურ პროკურატურას მიმართავს, ქველაძეების მიმართ “პოლიტიკური ნიშნით დევნის არაეფექტურ გამოძიებაზე”  რეაგირება მოახდინოს

არასამთავრობო ორგანიზაცია - ცენტრი „ემპათია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ემპათიადან“ აცნობეს, 2020 წლის 10 ნოემბერს, საღამოს 21:00-ზე, ქველაძეების ოჯახის მიმართ განხორციელდა მორიგი ძალადობრივი აქტი, რაც გამოხატული იყო თავდასხმაში.

ემპათიაში აცხადებენ, რომ ქველაძეების მიმართ ძალადობას პერმანენტული ხასიათი აქვს. „ემპათია" მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, მოახდინოს რეაგირება ქველაძეების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნის არაეფექტურ გამოძიებაზე და მიიღოს ადეკვატური ზომები.

„მამა-შვილი ქველაძეების კერძო საკუთრებასთან მობილიზდა ის დაჯგუფება, რომელმაც მათზე 2020 წლის 29 სექტემბერს იძალადა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვინაიდან ლაშა და გივი ქველაძეები არიან ოპოზიციური პარტიის ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები, მოქმედი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, მათ მიმართ ძალადობას პერმანენტული ხასიათი აქვს. დაზარალებული ლაშა ქველაძის გადმოცემით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე თანმხლებ პირებთან ერთად, მივიდა ქველაძეების საცხოვრებელ სახლთან და ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზების გაჟღერება დაიწყო. დაჯგუფებაში ასევე იყვნენ: საკრებულოს იურისტი- შერმადინ ბოჭოიძე, სამხედრო გაწვევის სამსახურის უფროსი- ვაჟა შუბითიძე, თემურ შუბითიძე, ტარიელ დარბაიძე, ანდრო ჯოხაძე. მოგეხსენებათ, რომ 2020 წლის 29 სექტემბერს ზემოთაღნიშნულმა პირებმა იძალადეს ქველაძეების ოჯახზე და ასევე დააზიანეს ლაშა ქველაძის მანქანა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დღემდე ბუნდოვნად და არაეფექტურად მიმდინარეობს. 2020 წლის 10 ნოემბრის ფაქტთან დაკავშირებით ქველაძეების ოჯახმა მიმართა ადგილობრივ პოლიციას, თუმცა, მათ ვერ მიიღეს ადგილობრივი პოლიციის მხრიდან ინფორმაცია, თუ რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. ცენტრი ''ემპათია'' მხარდაჭერას უცხადებს ქველაძეების ოჯახს და მათი ინტერესების დასაცავად, მიმართავს: საქართველოს სახალხო დამცველს, მოახდინოს რეაგირება ქველაძეების მიმართ განხორციელებული პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ფაქტებზე და პოლიციის მხრიდან არაეფექტურ გამოძიებაზე. ასევე, მივმართავთ სახელმწიფო ინსპექტორს, დაინტერესდეს აღნიშნული საქმით, ვინაიდან საქმე ეხება ადგილობრივი თანამდებობის პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობის არაერთ ფაქტსა და ადგილობრივი პოლიციის მხრიდან არაეფექტურ გამოძიებას, რაც საფრთხეს უქმნის აღნიშნულ ოჯახს. ასევე, ცენტრი „ემპათია" მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, მოახდინოს რეაგირება ქველაძეების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნის არაეფექტურ გამოძიებაზე და მიიღოს ადეკვატური ზომები,“- აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა