გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარემ დაკავებული არასრულწლოვნების საქმეზე არაერთი მტკიცებულება წარადგინა, რაც მათ ბრალეულობას ადასტურებს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარემ დაკავებული არასრულწლოვნების საქმეზე არაერთი მტკიცებულება წარადგინა, რაც მათ ბრალეულობას ადასტურებს.

როგორც გუგუტიშვილი განმარტავს, ადვოკატების პოზიციები, რომ პროკურატურას სასამართლოში მტკიცებულებები წარდგენილი არ აქვს, დაუსაბუთებელია.

„დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ ჩვენ არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი, ვინაიდან წინაზე დამცველი ადვოკატების დასკვნით სიტყვაში მოვისმინეთ პოზიციები, არგუმენტები და თითქმის, ყველა შემთხვევაში, მოწმეების მიერ მიცემული ჩვენების არასწორი ინტერპრეტაცია, რომელიც დასაბუთებას მოკლებული იყო და სასამართლოს წინაშე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობდა. ჩვენ ვისარგებლებთ რეპლიკით და სასამართლოს ყურადღებას კიდევ ერთხელ მივაპყრობთ იმ გარემოებაზე, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში, დამცველების მხრიდან სასამართლოში მიცემული ჩვენებების და მტკიცებულებების არასწორი ინტერპრეტაცია ხდებოდა. კიდევ ერთხელ გავამახვილებთ იმ მტკიცებულებებზე ყურადღებას, რომელიც ექვსივე ბრალდებულის დამნაშავეობას ადასტურებს წარდგენილ ბრალდებაში. ბრალდების მხარემ არაერთი მტკიცებულება წარმოადგინა, ვიდეოკამერებზე არის დაფიქსირებული ფაქტები, რასაც დაცვის მხარე უარყოფს და სხვანაირად ცდილობს აღნიშნული ფაქტების წარმოჩენას. მათი პოზიციები, რომ მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის, დაუსაბუთებელია",- განაცხადა გუგუტიშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვანია დაკავებული. მათ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო