სამგორის საოლქო კომისიასთან "ნაცმოძრაობის" აქტივისტები შეძახილით - “ქურდები, ქურდები” აქციას მართავენ

“ქურდები,ქურდები” , - ამ შეძახილით სამგორის მე-6 საოლქო საარჩევნო კომისიასთან "ნაციონალური მოძრაობის " აქტივისტები აქციას მართავენ. პარალელურად კი შენობაში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

აქტივისტების თქმით, ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, და აცხადებენ, რომ საოლქო კომისიის დღევანდელ სხდომაზე "უკანონობა ხდება". კომისიის სხდომაზე შესვლას ითხოვს " ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესიკ შენგელია, თუმცა , როგორც მან განმარტა ამის საშუალებას ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევს.

ცოტა ხნის წინ კი სამგორის მე-6 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, "ნაციონალირი მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ბესიკ გაზდელიანი დააკავეს. გაზდელიანმა შენობის შესასვლელთან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერის გაკვრა სცადა. სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს.

შეგახსენებთ, საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს ბოლო სხდომებს მართავენ. სხდომებზე კომისიები კენჭისყრის შედეგებს შეაჯამებენ და პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებულ მონაცემებს შემაჯამებელ ოქმებში შეიტანენ. ამით საოლქო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის შედეგების დასაჯამებლად განკუთვნილი ვადა ეწურებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა