გიორგი ხელაშვილი - „ქართული ოცნებისა“ და ქართველი ხალხის სახელით გვსურს აშშ-ს მადლობა გადავუხადოთ გულუხვი დახმარებისთვის და სწორი პოლიტიკური გზავნილებისთვის

პარტია „ქართული ოცნებისა“ და ქართველი ხალხის სახელით გვსურს ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ გულუხვი დახმარებისთვის და სწორი პოლიტიკური გზავნილებისთვის, - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

ხელაშვილის თქმით, საქართველომ ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან მხარდაჭერის ორი ძალიან სერიოზული გზავნილი მიიღო, ერთი - ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან, ხოლო მეორე - საკანონმდებლო ორგანოსგან, სენატიდან.

ხელაშვილის შეფასებით, 17-18 ნოემბერს საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტი ორ ქვეყანას შორის უპრეცედენტოდ მაღალი დონის და სტრატეგიული მნიშვნელობის ურთიერთობების დადასტურებასა და კიდევ ერთხელ აღიარებას წარმოადგენს.

„პომპეოს ვიზიტის მიზანია მოკავშირეებთან ურთიერთობების გამყარება. თუ ვნახავთ მისი ტურნეს მიმდევრობას, ის ჩადის ყველაზე მეტად საიმედო მოკავშირე ქვეყნებში მათ შორის საქართველოში და ასევე მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული უსაფრთხოების გარკვეული მოვლენების პარალელურად“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

მისივე თქმით, დემოკრატიული სამყაროს ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს, “რისი გამოვლინებაც იყო ბოლო არჩევნები, რომელიც კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა“.

„კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბატონი პომპეოს ვიზიტის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, კერძოდ სენატის ასიგნებათა კომიტეტმა, რომელიც ფინანსებს განკარგავს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამტკიცა საქართველოსთვის უპრეცედენტოდ მაღალი დახმარება, ისტორიული მაქსიმუმი 132 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება საქართველოსათვის. ჩვენ ამ დახმარებას, ამ უპრეცედენტო დახმარებას ძალიან ვაფასებთ ორი მიზეზის გამო, უპირველეს ყოვლისა საქართველოს ეკონომიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანხა, განსაკუთრებით კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში და მეორე, ეს გაზრდილი დახმარება არის პირდაპირი პოლიტიკური გზავნილი იმის შესახებ, რომ საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეს ურთიერთობა გადავა თვისებრივად ახალ დონეზე. აუცილებლად უნდა ითქვას ერთი რამ - ალბათ გახსოვთ სპეკულაციები საქართველოსთვის ლამის სანქციების დაწესების თაობაზე, როგორც იცით ოპონენტების ძალისხმევით ზაფხულში, ამერიკული დახმარების პროექტში დროებით გაჩნდა ჩანაწერი ამ დახმარების 15%-ის შესაძლო შეყოვნების თაობაზე, საბოლოო დოკუმენტში ეს დათქმა მთლიანადაა ამოღებული, რაც არის იმის ნიშანი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს სწორ განვითარებას, სწორი გზით განვითარებას და მხარს უჭერს იმ დემოკრატიულ პროცესებს, რომლებიც საქართველოში უწყვეტად მიმდინარეობს. ეს ნიშნავს ასევე კიდევ ერთ რამეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო, სენატი ამ შემთხვევაში არც კი განიხილავს დათქმებსა და შეკითხვებს საქართველოსთვის დახმარების გაწევაზე და უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობას“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა