სამგორის მე-6 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა

სამგორის მე-6 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა „ნაციონალური მოძრაობის" კომისიის წევრმა ბექა კვინიკაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც მან სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომაზე სერიოზული დარღვევები ხდება, რის გამოც მისი დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მისივე განმარტებით, შემაჯამებელი ოქმები დარღვევების ფონზე იწერება.

„სერიოზული დარღვევები იყო. ჩემი შეთავაზება იყო, რომ ეს განგვეხილა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შიგნით არანაირი კანონიერება არ ხდება და ამიტომ პროტესტის ნიშნად დავტოვე სხდომა. 122 უბნიდან 10 უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიებმა ამომრჩევლის მისვლაც კი ვერ დაადგინეს“, - განაცხადა ბექა კვინიკაძემ.

სხდომის პარალელურად სამგორის მე-6 საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ნაციონალრი მოძრაობის " აქტივისტები აქციას მართავენ. აქტივისტების თქმით, ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს ბოლო სხდომებს მართავენ. სხდომებზე კომისიები კენჭისყრის შედეგებს შეაჯამებენ და პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებულ მონაცემებს შემაჯამებელ ოქმებში შეიტანენ. ამით საოლქო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის შედეგების დასაჯამებლად განკუთვნილი ვადა ეწურებათ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს