გლდანის მეხუთე მიკრორაიონში სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონში სკვერების და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, გლდანის მეხუთე მიკრორაიონის N18 - N20 კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 1 200 კვ.მ ფართობზე ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი და გარე განათების სისტემა მოეწყო, დაიგო ფილები და განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, გლდანის გამგეობის დაკვეთით, შპს „მალგიომ“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 114 480 ლარი დაიხარჯა. დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო