ნიკოლ ფაშინიანის მტკიცებით, ხელი მოაწერა დოკუმენტს არა ტერიტორიების ჩაბარების, არამედ მათი შენარჩუნების შესახებ

დოკუმენტს ხელი იმ დროს მოეწერა, როდესაც ქალაქი შუშა უკვე დაცემული იყო, სტეფანაკერტი პირდაპირი საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა და რესურსებთან დაკავშირებით საკმაო პრობლემები არსებობდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ- მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განაცხადა.

„ყველაზე დიდი ბრალი, რასაც მე მიყენებენ ცნობილი დოკუმენტია, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამი რეგიონის - აღდამის, ლაჩინისა და ქელბაჯარის გადაცემაზე დავთანხმდი. ეს ეპიზოდი ტერიტორიების ჩაბარებას არ ნიშნავს, არამედ მათ გადარჩენას, რადგან დოკუმენტს ხელი იმ დროს მოეწერა, როდესაც შუშა უკვე დაცემული იყო, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა კი მაცნობა, რომ რესურსები, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ პრობლემურ მდგომარეობაში იყო. რა პერსპექტივები გაჩნდებოდა იმ ეტაპზე თუკი დოკუმენტს ხელს არ მოვაწერდით? სინამდვილეში, ამ დოკუმენტმა მოგვცა ის, რასაც სამხედრო და არასამხედრო შეფასებების თანახმად, ამ მდგომარეობაში ვერ შევინარჩუნებთ,” - განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ თუკი საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდებოდა, დიდი ალბათობა იყო, რომ „მტერი დაიპყრობდა მარტუნს, სტეფანაკერტსა, ასკერანს”, რის შემდეგაც სომხეთის თავდაცვითი ტერიტორიები, ათასობით ჯარისკაცი ალყაში აღმოჩნდებოდა, რაც სრულ კოლაფსს გამოიწვევდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო