მარიამ ქვრივიშვილი - მაიკ პომპეოს ვიზიტი აშშ-ის მხრიდან გზავნილია საქართველოს სტაბილურობის, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, საქართველოს 17-18 ნოემბერს ესტუმრება, რაც აშშ-ის მხრიდან გზავნილია საქართველოს სტაბილურობის, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა სოციალური ქსელში დაწერა. მისი თქმით, პომპეოს ვიზიტი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გამყარებასა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას ხაზს უსვამს. მეორე კი ის რამდენიმე მილიონიანი ფინანსური დახმარებაა, რომელსაც საქართველო აშშ-სგან მიიღებს.

„ორი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გამყარებასა და აშშ-ს მხარდაჭერას ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ: აშშ-ის სახელმწიფო მდივნი, მაიკ პომპეო, საქართველოს 17-18 ნოემბერს ესტუმრება, რაც აშშ-ს მხრიდან გზავნილია საქართველოს სტაბილურობის, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის. ეს კი კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონში ლიდერი ქვეყნის როლს. მეორე, აშშ-ის სენატის საბიუჯეტო კომიტეტმა გამოაქვეყნა საგარეო ოპერაციების 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი. დოკუმენტის თანახმად, საქართველო აშშ-ისგან $132 მილიონის მოცულობის დახმარებას მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ სენატის მიერ გამოქვეყნებულ ბიუჯეტის პროექტში არაა გათვალისწინებული თანხების გამოყოფის 15%-იანი შეზღუდვის პუნქტია“, - წერს მარიამ ქვრივიშვილი.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა