საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ფარგლებში, საბაჟო გამშვები პუნქტიდან „ბათუმის პორტი“ ქართული ხილის ექსპორტი განხორციელდა

გლობალური კრიზისისა და COVID-19 პანდემიის პირობებში, საქართველო, როგორც ამიერკავკასიის ძირითადი სატრანზიტო რეგიონი საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით შეუფერხებლად ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის „ბათუმის პორტი“ გავლით, საბაჟო კონტროლის ქვეშ მოქცეული, ქართული ხილის, ექსპორტის პროცედურები განხორციელდა.

„აღსანიშნავია, რომ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, როგორც გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ,,ერთი ფანჯრის პრინციპით“ მარტივად ისარგებლონ საბაჟო გაფორმების პროცედურებით და მიიღონ სხვადასხვა სახის წარმოშობის სერტიფიკატი. ბოლო 2 თვის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, სხვადასხვა პროდუქციაზე 7804 წარმოშობის სერტიფიკატია გაცემული.

აქვე აღვნიშნავთ, რომ წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატების CT 1- ისა და EUR. 1 -ის არსებობის შემთხვევაში, პროდუქცია იმპორტიორი ქვეყნების მიერ, საბაჟო გადასახადებისგან სრულად თავისუფლდება. ამასთან, შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პორტებში შემომსვლელი გემებისთვის გამკაცრებულია კონტროლის პროცედურები. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები და მათ შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ უტარდებათ მიზნობრივი ტესტირება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა