ვაკისა და საბურთალოს საოლქო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებს 10-მა წევრმა მოაწერა ხელი

ვაკისა და საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიებში შემაჯამებელი სხდომა დასრულდა. შემაჯამებელ ოქმებს ხელი კომისიების ათმა წევრმა მოაწერა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა. შედეგების მიხედვით, როგორც საბურთალოს, ასევე ვაკის რაიონში მეორე ტური გაიმართება, ვაკის რაიონში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია და “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნოდარ ტურძელაძე. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, მეორე ტურში იქნებიან პარტია “მოქალაქეების” კანდიდატი ალეკო ელისაშვილი და “ქართული ოცნების” საბურთალოს რაიონის მაჟორიტარიბის კანდიდატი დავით სერგეენკო.

შეგახსენებთ, რომ შემაჯამებელი კომისიის სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს