ნოდარ რუხაძის განცხადებით, მოსამართლემ სხდომა დაატოვებინა

სამოქალაქო აქტივისტის ნოდარ რუხაძის განცხადებით, მოსამართლემ სასამართლო სხდომა დაატოვებინა.

როგორც ნოდარ რუხაძე აცხადებს, მოსამართლე პერიოდულობით აგრესიულობით გამოირჩეოდა.

"ქალბატონი თამარ მეშველიანი პერიოდულად გამოირჩეოდა აგრესიულობით. სწორედ ამ აგრესიულობის გასაპროტესტებლად ძალიან ხმადაბლა გადავუჩურჩულე მჟავანაძეს, თუ რატომ იყო აგრესიული მოსამართლე. ეს კითხვა ცხადია, არ მოეწონა მოსამართლეს, 5-წუთიანი განმარტების შემდეგ მიიღო გადწყვეტილება, რომ ჩემივე პროცესიდან მაძევებდა", - განაცხადა რუხაძემ.

როგორც ნოდარ რუხაძე განმარტავს, გუშინ დააყენეს მოსამართლის აცილების შუამდგომლობა, რაც არ დააკმაყოფილეს.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 2 პირის ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

სასამართლოს ეზოში იმყოფებიან მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტები.

ცნობისთვის, პარლამენტთან 4 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა