თენგიზ ცერცვაძე - შესაძლოა, მატება ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდეს და ახალი შემთხვევების რიცხვი 3 000-ს გადასცდეს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შესაძლოა ნოემბრის ბოლომდე კორონავირუსით ინფიცირებულთა მატება გაგრძელდეს.

ცერცვაძე აცხადებს, რომ შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 3000-ს გადააჭარბოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს ჯანდაცვის და პირველ რიგში, კლინიკურ სექტორს.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოში შემთხვევების ზრდისთვის ცოტა უფრო უარესი პირობებიც არის, რადგან ევროპაში პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ გამოაცხადა სრული „ლოკდაუნი“.

„ხედავთ, რომ ფიქსირდება ინფიცირების ახალი შემთხვევების ძალიან მაღალი მაჩვენებლები. ჯერჯერობით, ეს რიცხვი სულ იზრდება. როგორც ეპიდემიოლოგები და ამ საქმის სპეციალისტები გვეუბნებიან, პროგნოზი ისეთია, რომ ნოემბრის ბოლომდე შეიძლება ეს მატება გაგრძელდეს და შესაძლოა, 3 000-ს გადასცილდეს ახალი შემთხვევების რიცხვი. ბუნებრივია, ეს ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს ჯანდაცვის სექტორს და პირველ რიგში, კლინიკურ სექტორს, რამეთუ ავადმყოფების გაზრდილი რაოდენობა არის პირდაპირი დატვირთვა კლინიკური სექტორისთვის.

მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ხვედრი, მთელ მსოფლიოში ასეა. მსოფლიოში ყოველ დღე მყარდება ახალი შემთხვევების რეკორდი, ასევე მყარდება სიკვდილიანობის რეკორდები. ევროპის, აშშ-ის ქვეყნები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. იგივე ხდება საქართველოშიც. საქართველოში შემთხვევების ზრდისთვის ცოტა უფრო უარესი პირობებიც არის იმიტომ, რომ ევროპაში პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ გამოაცხადა სრული ან ნაწილობრივი „ლოკდაუნი“,-განაცხადა ცერცვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს