თენგიზ ცერცვაძე - არ დაფიქსირებულა ფაქტები, სადაც სამედიცინო პერსონალის მხრიდან გამოიკვეთებოდა გულგრილი დამოკიდებულება, ან არასათანადო პროფესიონალიზმი

ჩვენთან ბინაზე და სასტუმროში გარდაცვალების ერთეული შემთხვევა გვაქვს, სულ 6 შემთხვევა, უცხოეთში არის ასეული და ათასეული, სად 6 და სად 6000,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს სიკვდილიანობის მიზეზების ოპერატიული გაანალიზება და შესწავლა, ხომ არ ჰქონდა ადგილი სამედიცინო პერსონალის მხრიდან არასათანადო პროფესიონალიზმსა თუ გულგრილ დამოკიდებულებას პაციენტებთან.

„ფუნდამენტური შესწავლა მერე მოხდება, ამას დრო უნდა, ამჟამად ოპერატიული შესწავლა მიდის და არ დაფიქსირებულა ასეთი ფაქტები, სადაც სამედიცინო პერსონალის მხრიდან გამოიკვეთებოდა არასათანადო ანუ გულგრილი დამოკიდებულება, ან არასათანადო პროფესიონალიზმი. ამის ძალიან ზუსტ შეფასებას თვეები და სერიოზული ანალიზი სჭირდება, რომელიმე ავადმყოფს გაუკეთდა მაქსიმუმი და რაღაც დააკლდა თუ არა, მაგრამ როცა ასეთი დიდი რაოდენობაა პაციენტების კლინიკებში, იქ მუშაობს ასეთი სტანდარტები, რომ ყველამ უნდა მიიღოს გაიდლაინით გათვალისწინებული სტანდარტული დახმარება. ეს კეთდება და ახლა ყოველი ცალკეული ავადმყოფის გადარჩენისთვის ბრძოლა, რასაც სჭირდება კიდევ სხვანაირი მობილიზება, სამედიცინო სპეციალისტების, რესურსების, სხვადასხვა მეთოდების, მათ შორის, ინოვაციური მეთოდების, ესეც კეთდება, მაგრამ შესაძლებელია ყველგან სრული მასშტაბით ვერ კეთდებოდეს, ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი ამბავია,“- განაცხადა ცერცვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა