გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების შესვლა შეიზღუდა

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების შესვლა შეიზღუდა - ტურისტული მიზნით მგზავრობა ნებადართული აღარ არის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 9 ნოემბრიდან შეიცვალა რისკის ქვეყნებს მიკუთვნებული ქვეყნებიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლის წესები, რომელიც შეეხება როგორც საჰაერო, ისე საზღვაო და სახმელეთო საზღვრით შემავალ პირებს.

„რისკის ქვეყნებიდან გერმანიაში შესული პირები ვალდებულნი იქნებიან იყვნენ 10 დღე თვითიზოლაციაში კერძო ბინაში ან სასტუმროში. გერმანიაში შემოსვლამდე ისინი ვალდებულნი არიან ვებ-გვერდის მეშვეობით მოახდინონ მგზავრობის რეგისტრაცია. PCR ტესტის გაკეთება შესაძლებელი იქნება, როგორც წესი, მხოლოდ თვითიზოლაციის მე-5 დღიდან. აქამდე შესაძლებელი იყო საზღვარზე ნეგატიური 48 საათიანი კოვიდ ტესტის წარმოდგენით თვითიზოლაციის ჩანაცვლება. ამასთან, გამონაკლისები, მაგ. ტრანზიტული გავლა, ვიზიტი 72 საათამდე, ოფიციალური ვიზიტები, მაღალი რანგის დიპლომატების ვიზიტი და ა. შ. რეგულირებულია ცალკე ფედერალურ მიწების მთავრობათა მიერ ყოველ მიწაზე ინდივიდუალურად. ვრცლად:

ტურისტული მიზნით მგზავრობა ნებადართული აღარ არის.

შესვლაზე შეზღუდვა არ ვრცელდება: პირებზე, რომელთაც გააჩნიათ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების და დიდ ბრიტანეთში ხანგრძლივი ბინადრობის უფლება; ევროკავშირის, შენგენის, დიდი ბრიტანეთის, ისლანდიის, ნორვეგიის და ლიხტენშტეინის მოქალაქეების ოჯახის წევრებზე (მეუღლე, არასრულწლოვანი და დაუქორწინებელი შვილი, არასრულწლოვან პირთა მშობელი);

სხვა დანარჩენი პირებისათვის, შესვლა დაშვებული იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში - ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი; მაღალკვალიფიციური მუშახელი; სტუდენტები (რიგ შემთხვევაში).

ტრანზიტული გავლა გერმანიაში ევროკავშირის სხვა სახელმწიფოში, შენგენის წევრ-ქვეყანაში ან დიდ ბრიტანეთში შესასვლელად დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ: არ არსებობს დანიშნულების სახელმწიფოში პირდაპირი შესვლის საშუალება; გერმანიაში, როგორც ტრანზიტულ ქვეყანაში გავლის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს დანიშნულების სახელმწიფოში შესასვლელად საჭირო გონივრულ ვადას; პირს გააჩნია დანიშნულების ქვეყანაში შესვლის ნებართვა.

ტრანზიტული გავლის დროს წარმოსადგენია 1,2, და მე-3 პუნქტებში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები (სახმელეთო ან საჰაერო სამგზავრო ბილეთი დანიშნულების ქვეყანაში და სხვა).

ზემოაღნიშნული პირობებით შესაძლებელია გერმანიაში ტრანზიტული გავლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით.

გამონაკლისი შემთხვევების დეტალური პირობები მოცემულია: - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს