გია ვოლსკი - მამლის ყივილამდე ​ გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სამჯერ მოასწრეს გალაშქრება, შემდეგ მის მაგივრადაც კი გამოაქვეყნეს ახსნა-განმარტებითი ბარათი, რეალურად, შიგნით რა დაპირისპირებაა, ვერავინ იტყვის

მამლის ყივილამდე სამჯერ მოასწრეს ჩატკეპნა და სერიოზული გალაშქრება გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ, შემდეგ მის მაგივრადაც კი გამოაქვეყნეს ახსნა-განმარტებითი ბარათი, სააკაშვილმაც კი,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის გუშინდელ განცხადებას, სადაც ის პროცესის ქუჩის პროტესტიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან გადატანაზე საუბრობს.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომელიც ვაშაძის მსგავსად ფიქრობენ.

“რეალურად შიგნით რა დაძაბულობა და დაპირისპირებაა ამაზე ვერავინ ვერაფერს იტყვის. მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით მხოლოდ გრიგოლ ვაშაძეს არ აქვს. არის პარტიები და იმედია, საზოგადოების გარკვეული ნაწილიც, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ოპონენტებს და რომლებიც სწორედ ასე ფიქრობენ, თუმცა საბოლოოდ როგორ ინტერპრეტაციას მიიღებს გრიგოლ ვაშაძის ნათქვამი და როგორი პროდუქტი დაიდება ამასთან დაკავშირებით მთლიანად “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, მე ნამდვილად არ ვიცი”,- განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ სააგენტო “ნიუპოსტმა“ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის სახელით მიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვით, ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე საუბრობს.

ამის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ დილით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა.

„დამატებით განვმარტავ: მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;

ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;

სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;

ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, - ნათქვამია ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო