გია ვოლსკი - სააკაშვილის და გუბაზისეული სცენარით მაიკ პომპეოს დახვედრა კიდევ ერთი დარტყმის მიყენების მცდელობაა საქართველოსთვის

სააკაშვილი არის ხიბლის ცოდვით შეპყრობილი და კიდევ სხვა ჩანაფიქრები აქვს ისეთი, რომელიც ქვეყნის დესტაბილიზაციას გამოიწვევს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დღეს ხალხის მასობრივი თავშეყრა უნდა მოხდეს.

როგორც ვოლსკი აცხადებს, პომპეოს “სააკაშვილის და გუბაზისეული სცენარით” დახვედრა საქართველოსთვის კიდევ ერთი დარტყმის მიყენების მცდელობაა.

“როდესაც ხიბლზე ვლაპარაკობთ, მოუსმინეთ, რას ამბობს მისი და ბაიდენის ურთიერთობაზე, რომ თურმე, ობამა მისი დახმარებით იქნა ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე არჩეული. ღრუბელ-ღრუბელ და გვირაბებით სიარულს რომ თავი დავანებოთ, მას აქვს შეგრძნება, რომ არის ლიდერი იმ ძალისა, რომელსაც შეუძლია დაანგრიოს. რასაკვირველია, ამ თავის ფიქრებს აუცილებლად გამოიყენებს განცხადებებში. ეს ფიქრები არ უკავშირდება საქართველოს ხვალინდელ დღეს, მის სტაბილურობას. ვფიქრობ, პომპეოს დახვედრა სააკაშვილის და გუბაზისეული სცენარით არის საქართველოსთვის კიდევ ერთი დარტყმის მიყენების მცდელობა, ისევე როგორც მცდელობა ჰქონდათ, რომ როგორმე სანქციები დაეკისრებინათ საქართველოსთვის”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც ხალხის მასობრივი მობილიზაცია უნდა მოხდეს. სააკაშვილის თქმით, მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ქართველი ერი დასაჩაგრი არ არის. ამასთან, შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა