სომხეთის ოპოზიცია ნიკოლ ფაშინიანს ულტიმატუმს უყენებს და გადადგომისთვის დროს აძლევს

ერევანში, სადაც ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პრემიერ - მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ულტიმატუმი წაუყენეს.

„ფაშინიანს ვაძლევთ დროს გადადგომისთვის, ასევე მოვითხოვთ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ამავე საკითხზე“ ,- განაცხადა სომხეთის რევოლუციური ფედერაციის „დაშნაკცუტუნის“ წარმომადგენელმა აშხან საგატელიანმა.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში მიტინგის ორგანიზატორები ადგილობრივი დროით 00:30 საათზე ჩაატარებენ პრესკონფერენციას, რომელზეც შეეცდებიან, გადაწყვიტონ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის საკითხი.

საგატელიანის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს სურთ თავიდან აიცილონ ქაოსი. თუმცა, დარწმუნებული არიან, მოქალაქეები მოწოდებისთანავე გამოვლენ დაუმორჩილებლობის აქციაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მანვე ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეიკავოს მასობრივი დაკავებებისგან, რადგან ეს დიდი შეცდომა იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა