კრემლის ინფორმაციით, 12 ნოემბერს ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 12 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან სოჭში მოლაპარაკებებს გეგმავს. ამის შესახებ კრემლის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„დაგეგმილია ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის მიმდინარეობა და პერსპექტივების განხილვა.

ასევე, ისაუბრებენ რუსეთსა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტის შესრულების მსვლელობის საკითხზე. განიხილება საკითხი საგარეო პოლიტიკური კოორდინაციისა და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ურთიერთქმედებათა შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 30 ოქტომბერს ასლან ბჟანია მოსკოვში უკვე იმყოფებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა