საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური მიიღო

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ფაიგ გულიევმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური რუსლან აბაშიძე მიიღო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ელჩი მიესალმა სტუმარს და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ შეხვედრა მიმდინარეობს ისტორიულ დღეებში.

„მან თქვა, რომ აგრესიის დასრულება და ჩვენი მითვისებული მიწების დეოკუპაცია, რომელიც დაახლოებით 30 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს არა მხოლოდ აზერბაიჯანს, არამედ მთლიანად რეგიონს.

ამასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების წარმატებით განვითარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ყოვლისმომცველი განვითარების თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვან ფაქტორებად აღინიშნა ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი მხარდაჭერა და საერთაშორისო სოლიდარობა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, რუსლან აბაშიძემ აზერბაიჯანს მიულოცა ბოლოდროინდელი ისტორიული გამარჯვება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში.

მას შემდეგ, რაც ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობასა და კონფლიქტის გარშემო არსებულ ვითარებაზე, აბაშიძემ აღნიშნა ამ მიმართულებით გაწეული მუშაობის ზოგადი ასპექტები. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის დამყარებული ფორმატის მნიშვნელობას. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ ნაყოფიერი კონტაქტები გაგრძელდება მომავალშიც“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო