სოფიო კუჭავას განცხადებით, მოსამართლემ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა, სადაც აქციაზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 2 პირის ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის პროცესი გრძელდება.

„სირცხვილიას“ წევრის სოფიო კუჭავას თქმით, მას მოსამართლემ სასამართლო სხდომის დარბაზი დაატოვებინა.

"სასამართლო პროცესი უკვე იმ ეტაპზეა გადასული, როდესაც დასკვნით სიტყვას ამბობენ. ბრალმდებელმა თავის სიტყვაში თქვა, რომ ნოდარ რუხაძე დამნაშავეა, რადგან ახლაც მოიტანა გარეთ შეშა და შესაძლოა, შემოაგდოსო. ვთქვი, რომ ეს ტყუილი იყო და მოსამართლემ დარბაზიდან გამომაგდო. მას შემდეგ მომდევენ და მეუბნებიან, პირადობა მოგვეციო. იციან, ვინც ვარ და თუ ჯარიმის დაწერა უნდათ, დამიწერონ", - განაცხადა სოფიო კუჭავამ.

სასამართლოს ეზოში ამ დრომდე იმყოფებიან მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ცნობისთვის, პარლამენტთან 4 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა