ნინო ბურჯანაძე - გადატრიალება ხელისუფლებამ მოახდინა, როცა ხალხს ხმები მოპარა - რომ არ შევუვარდით და კინწისკვრით არ გამოვყარეთ, მადლობა თქვან!

იცით რა არის კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან?! - რომ არ შევუვარდით 40-ათასი კაცით და ფანჯრებიდან არ გადმოვყარეთ, აი ეს არის კომპრომისი! - ამის შესახებ “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

ამ კონტექსტში ბურჯანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყარო სწორედ ხელისუფლებაა.

მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური კლასის განადგურებასა და პოლიტიკური ცხოვრების ვაჭრობად ქცევას ცდილობს, რისი საშუალებასაც არ მისცემს.

“გადატრიალება ხელისუფლებამ მოახდინა, როცა ხალხს არჩევნებში ხმები მოპარა. 9 ათასი ხმა მარტო აჭარაში მაქვს მოპარული - ეს უნამუსო ქურდები და თაღლითები! რატომ უნდა ვაპატიო ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და ვიღაცებს ის, რომ 9 ათასს ადამიანს, რომელიც მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში შეწუხდა, მოვიდა არჩევნებზე და შედეგების გამოცხადებას ელოდა, უთხრეს: - თქვენ საერთოდ ვინ ხართ! გადატრიალება ხელისუფლებამ მოახდინა. მადლობა თქვან, რომ ძალიან პასუხისმგებლობის მქონენი ვართ ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლები და ძალიან პასუხისმგებლობის მქონეა ის ხალხი, რომ არ შევუვარდით და კინწის კვრით არ გამოვყარეთ, დიდი მადლობა თქვან!“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, თუკი ხელისუფლებასთან “ წესიერი დიალოგი“ იქნება, ოპოზიცია ქუჩის აქციებს დროებით შეწყვეტს და მოლაპარაკებების პროცესში არჩევნების გონივრულ თარიღზე შეთანხმებას ეცდება.

“ეს არის ძალიან დიდი კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან“, - დასძინა ნინო ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა