გრიგოლ ვაშაძე - დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩაიშალა

ვსინჯოთ, მოლაპარაკებებში თუ არ შევედით, ვერც იმას გავიგებთ მოლაპარაკებები წარმატებით დამთავრდება თუ წარუმატებლად , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა. კითხვაზე, თუ რით იყო განპირობებული მისი განცხადება, ოპოზიციონერმა ლიდერმა უპასუხა, რომ „ბოლო ჩახმახი“ მომზადებული დიალოგის ჩაშლა იყო.

„დეტალებში არ მინდა შესვლა, მაგრამ ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების, დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ ჩაიშალა“,- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია, დიპლომატიური წარმომადგენლობა, თუმცა განაცხადა, რომ „ამ ადამიანებს საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებ შესტკივათ“.

რაც შეეხება ვადებს, თუ როდის, უნდა შემდგარიყო დიალოგი, ვაშაძე ამბობს: „დავკარგეთ ეს დრო, ჩაიშალა“.

ვაშაძის შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებსა და მოკავშირეებში სასოწარკვეთაა.

„აღარ უნდა მივრბოდეთ ქართველები ჩვენი მთავარი მოკავშირეების დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და ვეხვეწებოდეთ მათ ხელმძღვანელებს, რამენაირად ერთმანეთთან დაგვალაპარაკეთ, რადგან ველურები ვართ და ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით, ეს უკვე კატასტროფაა. სასოწარკვეთაა საქართველოს მოქალაქეში, სასოწარკვეთა არის ჩვენ მთავარ მოკავშირეებში და სასოწარკვეთაა არის პერსპექტივაში, რაც მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმოუდგენია“,- განაცხადა ვაშაძემ.

როგორც ვაშაძე აცხადებს, ამ ეტაპზე გამოსავალი არის აქციების გაგრძელება და დიალოგი.

„გამოსავალი ამ ეტაპზე, არის შემდეგი: საპროტესტო აქციების გაგრძელება, რომ ხელისუფლებამდე მივიდეს საქართველოს მოქალაქის სრულიად კანონიერი, კონსტიტუციური და დასაბუთებული აღშფოთება, მაგრამ ამავე დროს პოლიტიკური კომპონენტი, რომელსაც ჰქვია, დიალოგი. ვსინჯოთ, მოლაპარაკებებში თუ არ შევედით, ვერც იმას გავიგებთ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დამთავრდება თუ წარუმატებლად. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გვაქვს“,- განაცხადა ვაშაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის