პარლამენტთან აქციაზე დაკავებულ გიორგი მჟავანაძეს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ნოდარ რუხაძეს კი 1500-ლარიანი ჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ნოდარ რუხაძეს 1500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო გიორგი მჟავანაძეს 3 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

სასამართლოს ეზოში გვიანობამდე იმყოფებოდნენ მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონოა.

ადვოკატ ივანე ჩიტაშვილის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რასაც გაასაჩივრებენ.

"ეს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. ორი დღის განმავლობაში ვისმენდით მოწმეების ჩვენებებს, თუმცა პოლიციის წარმომადგენლებმა ვერ წარმოადგინეს ვერცერთი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ გიორგი მჟავანაძემ ან ნოდარ რუხაძემ ჩაიდინეს ის ქმედებები, რომელიც მათ წარდგენილი ჰქონდათ, ვგულისხმობ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას. წვრილმან ხულიგნობაში მოსამართლემ ორივე პიროვნება გაამართლა, მოსამართლემ ჩათვალა, რომ წვრილმანი ხულიგნობისგან განსხვავებით, პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა დასაბუთებული იყო",-განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, მოსამართლე მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს დაეყრდნო, რომლებიც ცრუობდნენ.

"ეს მოწმეები ტყუოდნენ, სრულად დისკრედიტირებულები იყვნენ.შესაბამისად, მოსამართლეს პოლიციელების ჩვენებები არ უნდა გაეზიარებინა, ვინაიდან, ისინი იყვნენ მიკერძოებულები და ჩვენ პროცესის მიმდინარეობისას არაერთ ფაქტში ვამხილეთ, რომ ისინი იტყუებოდნენ. მაგალითად, ოქმები არის შედგენილი კანონდარღვევით. სასამართლომ უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. რა თქმა უნდა, გასაჩივრებას ვაპირებთ. პატიმრობასთან დაკავშირებით 48 საათიანი გასაჩივრების ვადა გვაქვს. რაც შეეხება ნოდარ რუხაძის ჯარიმის ნაწილს, 10 დღეში საჩივრდება. ჩვენ ხვალიდანვე დავიწყებთ გასაჩივრების პროცედურას. სამწუხარო ფაქტია ის, რომ გიორგი მჟავანაძეს 3 დღით შეეფარდა პატიმრობა და სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება რომც მიიღოს, დიდი ალბათობით, მას საპატიმრო დაწესებულებაში 3 დღე უკვე გატარებული ექნება და ფაქტობრივად, უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამო პატიმრობაში იქნება",-განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან 4 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა