ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლების წინაშე დასაყენებელ მოთხოვნებზე ოპოზიციაში აზრთა გაცვლა-გამოცვლა გრძელდება და შეჯერებული პოზიცია, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი

პარტია “მოქალაქეების“ თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლების წინაშე დასაყენებელი მოთხოვნების თაობაზე ოპოზიციაში აზრთა გაცვლა-გამოცვლა გრძელდება და შეჯერებული პოზიცია, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

როგორც ელისაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, ოპოზიცია მოლაპარაკებისთვის მზად არის.

“უნდა შევიკრიბოთ იმაზე სალაპარაკოდ, რომ არჩევნები არის გაყალბებული, გაყალბებულმა არჩევნებმა კრიზი შექმნა, წინ არის მეორე ტურები და რა არის გამოსავალი. დიალოგი კიდევ უფრო დაჩქარდა და ჩვენი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კავკასიაში ის რეალობა შეიქმნა, რაც მივიღეთ“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, პარტია “მოქალაქეების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ოპოზიციის მიტინგებით დახვედრა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

“არ მიმაჩნია სერიოზულად, რომ მაიკ პომპეოს მიტინგებით დავხვდეთ, მის კორტეჟს გზა გადავუკეტოთ და ყურადღება ასე მივიქციოთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საკმარისად მეტად არის ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში. პომპეოს საქართველოში ვიზიტი მაინც საერთაშორისო კონტექსტს უკავშირდება“, - განაცხადა ელისაშვილმა გადაცემაში გუშინ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო