Reuters - საფრანგეთმა ინფიცირებულების რაოდენობით რუსეთს გაუსწრო და მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში

საფრანგეთში, გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 35 879 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 865 538-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით საფრანგეთმა რუსეთს გაუსწრო და მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში, ევროპის რეგიონში კი პირველ ადგილს იკავებს.

ამასთან, საფრანგეთში კოვიდ 19-ს კიდევ 328 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 42 535-ს მიაღწია.

საფრანგეთში თითქმის ორი კვირაა საყოველთაო კარანტინია დაწესებული. დახურულია რესტორნები, კაფეები და ის მაღაზიები, სადაც აუცილებელი მოხმარების პროდუქტები არ იყიდება.

იხილეთ ვიდეო: საფრანგეთმა ინფიცირებულების რაოდენობით რუსეთს გაუსწრო და მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს