გიორგი გახარია - ყველა ძალას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მოქალაქის მანდატია, ერთობლივად მოვუაროთ ქვეყანას - დიალოგს რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს

დიალოგს რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს, ესაა თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მან პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნის ბედი ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს.

„ყველა ძალას, მმართველსაც, ოპოზიციასაც, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქის მანდატი პირველ რიგში იყო, რომ ერთობლივად მოვუაროთ ქვეყანას და დიალოგს რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს. ესაა თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა და ეს არის პასუხისმგებლობა გამოწვევებით სავსე ეპოქაში, როდესაც ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ პანდემიასაც, ეკონომიკურ კრიზისსაც და რაც მთავარია, ყველამ ერთად, ეფექტურად და შედეგიანად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი სვლა ევროპისკენ, მისი ევროატლანტიკური მომავლისკენ, რადგან ჩვენმა მოქალაქემ გვითხრა, რომ დემოკრატიული პროცესები, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და არა ქუჩა და დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურ სპექტრს ძალიან კარგად ესმის ეს და დარწმუნებული ვარ, ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა სწორად გაიგოს ჩვენი მოქალაქეების ეს მესიჯი, სწორედ გადათარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში“,-აღნიშნა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა