გიორგი გახარია - დესტრუქციულ ნაბიჯებს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება

კარგად მესმის, გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები და ქმედებები გაგრძელდება, თუმცა, ყველანი კარგად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მსგავს დესტრუქციულ ნაბიჯებს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება და ვერ ექნება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის დავალებაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად იპოვონ გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან.

„თვითონ პოლიტიკური პროცესის შეფასება დღეს სულ უფრო და უფრო მეორეხარისხოვანი ხდება. ჩვენი მოქალაქეების და მოსახლეობის დავალებაა, რომ ამ პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ეს არის მოსახლეობის და ჩვენი მოქალაქეების დავალება. მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სპექტრი ამას სრულად იზიარებს, იმის მიუხედავად, რომ კარგად მესმის გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები და ქმედებები გაგრძელდება, თუმცა, ყველანი კარგად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მსგავს დესტრუქციულ ნაბიჯებს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება და ვერ ექნება. ეს ნათელი გახდა 31 ოქტომბერს, როცა საქართველოს მოქალაქემ 9 პოლიტიკური ძალა აღჭურვა მანდატით, წარმოდგენილნი ყოფილიყვნენ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ეს მანდატი იყო და არის პასუხისმგებლობის მანდატი, პასუხისმგებლობის ქვეყანაზე და მომავალზე. ყველას უნდა გვახსოვდეს, რა მომენტში გააკეთა ეს საქართველოს მოქალაქემ, გააკეთა მაშინ, როცა მძვინვარებდა ფართომასშტაბიანი ომი რეგიონში, მაშინ როცა გლობალური პანდემია სულ უფრო და უფრო ძალას იკრებს, მაშინ როცა ეკონომიკური კრიზისი უფრო მძიმდება და ეს ყველაფერი იყო გამიზნული მესიჯი თითოეული პოლიტიკური ძალისთვის და პოლიტიკოსისთვის - ერთად მოუარეთ ქვეყანას და ერთად იპოვეთ გამოსავალი ამ გამოწვევებით სავსე ეპოქაში კრიზისებიდან. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ყველაზე მეტად რაც დღეს გვჭირდება, ეს არის მდგრადი პოლიტიკური პროცესი იმისთვის, რომ საქართველოს ამბიციური ევროპული გეგმა განვახორციელოთ და გავაგრძელოთ ამ გეგმის შესრულება. ეს არის ყველაზე მნიშვენლოვანი და თვითონ საარჩევნო პროცესი და მისი შემდგომი პროცესი უნდა იყოს კიდევ ერთი დადასტურება საქართველოში შემდგომი დემოკრატიული განვითარების გაძლიერების,“- განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: დესტრუქციულ ნაბიჯებს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო