ზაალ უდუმაშვილი - შესაძლოა, ვაშაძეს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, არ მქონია კომუნიკაცია ამაზე ბატონ გრიგოლთან

ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ამ პირობით მივდივართ დიალოგზე,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, დიალოგი არის ცივილური ფორმა, თუმცა, გააჩნია დიალოგის საგანს.

„რა თქმა უნდა, არავის ეხალისება ქუჩაში დგომა, დიალოგი ყველაზე ცივილური ფორმაა, რომლითაც უნდა წავიდეს ქვეყანა, მაგრამ დიალოგს გააჩნია საგანი, რაზე ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, ბუნებრივია, თუ ჩვენ უბრალოდ ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ ხელი ჩამოვართვათ და გამარჯობა ვუთხრათ ერთმანეთს, ასეთ დიალოგს აზრი არ აქვს. თუ ჩვენ ვსხდებით იმისთვის, რომ რეალურად გამოვიდეს ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან, რა თქმა უნდა, ასეთ დიალოგს აზრი აქვს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ამ პირობით მივდივართ დიალოგზე,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე თუ რა დიალოგის პროცესი მზადდებოდა საერთაშორისო პარნტიორების ჩართულობით.

„შესაძლოა ბატონ გრიგოლს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმ დღეებში ძალიან სპონტანური იყო ვითარება, ჯერ რუსთაველზე ვიდექით, შემდეგ ცესკოსთან, შესაძლოა მოხდა რაღაც დისკომუნიკაცია, ვერ შედგა. თუმცა, მე ვარაუდს ვამბობ, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, არ მქონია პირადად კომუნიკაცია ამაზე ბატონ გრიგოლთან“, -განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გუშინ გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა. კითხვაზე, თუ რით იყო განპირობებული მისი განცხადება, ოპოზიციონერმა ლიდერმა უპასუხა, რომ „ბოლო ჩახმახი“ მომზადებული დიალოგის ჩაშლა იყო.

„დეტალებში არ მინდა შესვლა, მაგრამ ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების, დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ ჩაიშალა“,- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია, დიპლომატიური წარმომადგენლობა, თუმცა განაცხადა, რომ „ამ ადამიანებს საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებ შესტკივათ“.

რაც შეეხება ვადებს, თუ როდის, უნდა შემდგარიყო დიალოგი, ვაშაძე ამბობს: „დავკარგეთ ეს დრო, ჩაიშალა“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა