"ლელოს" ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ

პოლიტიკური პარტია "ლელოს" ოფისში ოპოზიციური პარტიების წევრები შეხვედრას მართავენ.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, შეხვედრაზე ისაუბრებენ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და სამოქმედო გეგმაზე, მაგ შორის შაბათს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის დეტალებზე.

„ლელოს“ ერთ-ერთი წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგისთვის კვლავ მზადაა, თუმცა პირობა, რომ მოლაპარაკებები ხელახალ არჩევნებს უნდა შეეხებოდეს, ძალაში რჩება.

„საზოგადოებრივი პროტესტი არის აბსოლუტურად ბუნებრივი იმ გაყალბებაზე, რომელიც ჩვენ არჩევნებზე ვნახეთ, ამიტომ პოლიტიკური სპექტრის მთავარი ამოცანაა, რომ ამ პროცესის კონსოლიდაცია და მართვა მოახდინოს. ეს არის მოსახლეობის განწყობა, რომელიც გამოდის ხოლმე აქციებზე. ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციის მზაობა დიალოგთან დაკავშირებით შეიცვალა. პირველივე დღიდან მოვუწოდებდით ხელისუფლებას და ახლაც მოვუწოდებთ, რომ დავიწყოთ დიალოგი ხელახალ არჩევნებზე სარჩევნო ადმინისტრაციის და კანონმდებლობის ცვლილებაზე. ეს პირობა არის ძალაში და ჩვენ ველოდებით, რომ ხელისუფლებამ ამ დიალოგისკენ რეალური ნაბიჯი გადმოდგას. საპასუხოდ ვისმენთ აგრესიას, დაცინვას და შურაცხმყოფელ განცხადებებს ოპოზიციის და რუსთაველზე შეკრებილი მომიტინგეების მისამართით. ეს ამ ყინულის გადნობას ხელს არ შეუწყობს",- განაცხადა ბუაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს