ლევან თარხნიშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე - ვისგანაც შეიძლება მოდიოდეს დიალოგი, ამ ხალხთან ურთიერთობა ჩვენც გვაქვს და არაფერი მსგავსი, გარდა მოწოდებისა, რასაც ყველა ვისმენთ, არ ყოფილა

ნამდვილად არც გაგვიგია მსგავსი შესაძლებლობის არსებობა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს შესაძლებლობა საერთოდ არ არსებობდა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს" წევრი ლევან თარხნიშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ „თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა".

როგორც თარხნიშვილი აღნიშნავს, ამ საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასთან" კითხვები გაჩნდა.

„იმედია, დღეს ამ კითხვებზე გვიპასუხებენ. რაც შეეხება იმას, იტყუება თუ არა ვაშაძე, ეს მას უნდა კითხოთ იმიტომ, რომ ვისგანაც შეიძლება მოდიოდეს ეს დიალოგი, ამ ხალხთან ურთიერთობა ჩვენც გვაქვს და არაფერი მსგავსი, გარდა მოწოდებისა, რასაც ყველა ვისმენთ, არ ყოფილა",- განაცხადა თარხნიშვილმა.

რაც შეეხება ხელსუფლებასთან დიალოგს, თარხნიშვილი ამბობს, რომ მოთხოვნა უცვლელია - ხელახალი არჩევნების დანიშვნა, საარჩევნო ადმინსტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის იმ საკითხებზე, როდის და როგორ ჩატარდეს ხელახალი არჩვენები და ვინ ჩაატაროს. მოთხოვნა არის ასევე პოლიტპატიმრების გამოშვება, ასევე ვთქვით, რომ გავაგრძლებთ პროტესტს და ეს პროტესტი იქნება მშვიდობიანი",- განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

გუშინ გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა. კითხვაზე, თუ რით იყო განპირობებული მისი განცხადება, ოპოზიციონერმა ლიდერმა უპასუხა, რომ „ბოლო ჩახმახი“ მომზადებული დიალოგის ჩაშლა იყო.

„დეტალებში არ მინდა შესვლა, მაგრამ ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების, დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ ჩაიშალა“,- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია, დიპლომატიური წარმომადგენლობა, თუმცა განაცხადა, რომ „ამ ადამიანებს საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებ შესტკივათ“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა