გიორგი კანდელაკის განცხადებით, მარნეულში, 65-ე უბანზე ხმების დათვლისას ადგილი ჰქონდა ბიულეტენების შერევას და ეუთო-ს დამკვირვებლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარას

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კანდელაკის განცხადებით, მარნეულში 65-ე უბანზე ხმების დათვლის დროს ადგილი ჰქონდა ბიულეტენების შერევასა და ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარას.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ხმების დათვლის დროს უბანზე შემოვიდა მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი ელშან გასანოვი, რომელმაც უბიდან ამოიღო ბიულეტენების დასტა და დაყარა მაგიდაზე. თქვა, რომ ეს ბიულეტენები იპოვნა იატაკზე. ამ ფაქტს შეესწრო ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებელი კირა კაურინ კოსკი. რა თქმა უნდა, გაუკვირდა როგორ შეიძლება ასეთი რამ მოხდესო, ეს ხომ კრიმინალიაო. რა დროსაც ამ დამკვირვებელს ფიზიკური ანგარიშწორებით დაემუქრნენ „ქართული ოცნების“ იქ მყოფი წარმომადგენლები, ადგილი ჰქონდა გაწევ -გამოწევას და ეს დასტა მიათვალეს საბოლოო ჯამში ხმების საბოლოო რაოდენობას. ამ ინციდენტს ჰყავს მოწმეები და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს ინფორმაცია მიწოდებული აქვს ეუთოს და ყველა რელევანტურ ფიგურას“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო