ლევან გოგიჩაიშვილი - ივანიშვილი თავს გრძნობს წმინდანად „ნაცმოძრაობასთან“ მიმართებაში, სამჯერ მეტი „გირჩი“ ურჩევნია პარლამენტში, ვიდრე ლევან გოგიჩაიშვილი

ბიძინა ივანიშვილი თავს გრძნობს წმინდანად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში, მაგრამ ის ვერ იგრძნობს ჩვენთან მიმართებაში ვერაფერს, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, ადრე თუ გვიან, ხელისუფლებას მოუწევს ხელახალი არჩევნების დანიშვნა, რადგან წარმოუდგენელი დისკომფორტი ექნება.

„მე ხმები მომპარა ბიძინა ივანიშვილმა, ხმები მომპარა „ქართულმა ოცნებამ”, დაგვსაჯა ბიძინა ივანიშვილმა თავისი ჭკუით. სამჯერ მეტი „გირჩი“ ურჩევნია პარლამენტში, ვიდრე ლევან გოგიჩაიშვილი, იმიტომ, რომ ბევრთან ის მორალურ უპირატესობაშია და ჩვენთან - არა. ის თავს გრძნობს წმინდანად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში, მაგრამ ის ვერ იგრძნობს ჩვენთან მიმართებაში ვერაფერს. შტოებს შორის დაბალანსებული ურთიერთობა, ეკონომიკური განვითარება და კანონის უზენაესობა - ყველაფერი მოშლილია. ერთი ადამიანის ხელში როდესაც ექცევა ინსტიტუციები, რა მნიშვნელობა აქვს მას სააკაშვილი ერქმევა თუ ივანიშვილი?“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა და დასძინა: „ჩვენი ხმები დაწვეს, ჩვენი ხმები შერეულია „ქართული ოცნების“ ბიულეტენებში“.

„იმისთვის, რომ მივიღოთ ახალი ვადამდელი არჩევნები, საჭიროა არ მოხდეს 91 დეპუტატის ლეგიტიმაცია. ეს არის მთავარი ამოცანა. ეს წარმომიდგენია მხოლოდ იმ დეპუტატების არშესვლით პარლამენტში, ვინც თქვა რომ არ შევა, რადგან არჩევნები გაყალბდა. რასაც ჩვენ ვუსმენთ ბოლო ორი დღის განმავლობაში, როგორც ჩანს, ბევრი ადამიანი აპირებს საკუთარი სიტყვის გატეხვას, რადგან ომახიანი პოზიციები აღარ იგრძნობა. მე არ დავასახელებ კონკრეტულ გვარებს, მაგრამ ასე ჩანს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიციური პარტიები სიტყვას გატეხავენ, შეიძლება ძალიან მძიმე პერიოდში შევიდეთ; დემოკრატიულობის პროცესი ძალიან დაზიანდება.

„ვაშაძის წინააღმდეგ მე ვიღებდი კამპანიაში მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად და კიდევ ის არჩევანი რომ იყოს, იგივენაირად მოვიქცეოდი, რადგან მისი წარსულით და „ნაციონალური მოძრაობის“ ბეგრაუნდით ამ ადამიანზე ვარ ყველაზე ცუდი შთაბეჭდილებით. მე არ მაინტერესებს ვაშაძე, მაინტერესებს ისინი, ვინც თქვა, რომ პარლამენტში არ შევდივართ, რამდენად აქვს მათ სიტყვას ფასი და რამდენად შეიძლება აქედან რამე გამოვიდეს. თუ ისინი სიტყვას გატეხავენ, ჩვენ შეიძლება ძალიან მძიმე პერიოდში შევიდეთ. დემოკრატიულობის პროცესი ძალიან დაზიანდება, თუ ყველას ყველაფერი შერჩა. დღევანდელი ხელისუფლება რატომ არის ასეთი? იმიტომ, რომ თავის დროზე ლევან თარხნიშვილი არ მისცეს პასუხისგებაში და ყველა ის ადამიანი, ვისაც არჩევნები აქვს გაყალბებული. პროკურორებს და მოსამართლეებს არ ვაგებინეთ პასუხი. თუ ყველას ყველაფერი შერჩება, ბიუჯეტის ქურდებს არ ვაგებინეთ პასუხი, იგივეს გააკეთებს კალაძე, იგივეს გააკეთებს ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და პროკურორიც იგივენაირად მოიქცევა და სახელმწიფოს ვერასდროს შევქმნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერს აზრი არ აქვს ამ ქვეყანაში, ვიქნებით ტერიტორია, სადაც იქნება ნახევრად მაფიოზურ, ნახევრად კარტელური სიტუაციაა, ლათინური ამერიკის პატარა დიქტატორული ქვეყანა, რომელიც ფულს მარიხუანით შოულობს, კაზინოებით და მოსახლეობის 95% სიღატაკეშია, დანარჩენ 5%-იან ელიტას უჭირავს სიტუაცია ხელში“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს