ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - ირანში გამდიდრებული ურანის რაოდენობა დაშვებულზე 12-ჯერ მეტია

ირანში გამდიდრებული ურანის რაოდენობა 2015 წელს გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებით დაშვებულ რაოდენობაზე 12-ჯერ მეტია, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ირანის გამდიდრებულმა ურანის მარაგმა თითქმის 2 443 კგ-ს მიაღწია.

ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ირანი აგრძელებს ურანის გამდიდრებას 4.5%–მდე, რაც ასევე არღვევს 2015 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 3.67%-ია.

BBC-ი წერს, რომ შარშან ირანმა 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების წინააღმდეგ წასვლა განზრახ და საჯაროდ დაიწყო. გამოცემის განმარტებით, ამ ნაბიჯით ირანი ცდილობს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შეთანხმების ცალმხრივად დატოვებისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო სამაგიერო გადაუხადოს. ცნობისათვის, აშშ-სა და ირანის გარდა 2015 წლის შეთანხმებას ხელი ჩინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, რუსეთმა და დიდმა ბრიტანეთმაც მოაწერეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს