საია - გასაჩივრებული 38 უბნიდან სასამართლომ მოთხოვნა მხოლოდ 12 უბანთან მიმართებით დააკმაყოფილა

06.08.27 უბნის მონაცემების ხელახალი გადათვლის შედეგად დადგინდა, რომ საარჩევნო სუბიექტს - ,,ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებს“ 2 ხმის ნაცვლად მიღებული 32 ხმა ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს.

მათივე ცნობით, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების კანონიერების და მონაცემების ხელახალი გადათვლის საკითხზე საია სასამართლოში 38 უბანთან მიმართებით დავობდა. გასაჩივრებული უბნებიდან სასამართლომ მოთხოვნა მხოლოდ 12 უბანთან მიმართებით დააკმაყოფილა.

„1 უბნის მონაცემები გაუქმდა სრულად (რუსთავის ოლქი, უბანი -12.20.87), რადგან შემაჯამებელი ოქმები გადასწორებული იყო კორექტორით, ასევე, ოქმი არ იყო დამოწმებული ბეჭდით და არ ფიქსირდებოდა კომისიის წევრების ხელმოწერები. ამასთან, შემაჯამებელი ოქმი, შესწორების ოქმი დაჩანაწერთა წიგნის მონაცემები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა.

დიდუბის ოლქში 2 უბნის მონაცემების ხელახალი გადათვლისას მნიშვნელოვანი ცდომილებები დაფიქსირდა:

- 06.08.27 უბნის მონაცემების ხელახალი გადათვლის შედეგად დადგინდა, რომ საარჩევნო სუბიექტს - ,,ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებს“ 2 ხმის ნაცვლად მიღებული ჰქონდა 32 ხმა.

- 06.07.02 უბანზე ბათილი ბიულეტენები ჩათვლილი იყო ნამდვილ ხმებში. კერძოდ, 41-ე ნომერს მითვლილი ჰქონდა 21 ბათილი ბიულეტენი, მე-5 ნომერს - 3 ბათილი ბიულეტენი, მე-8 ნომერს - 2, ხოლო მე-17 და 25-ე ნომრებს თითო-თითო ბათილი ბიულეტენი. ასევე აღმოჩნდა, რომ დალუქულ დოკუმენტაციაში არ იყო სპეციალური სია, რის გამოც ვერ დადგინდა, რამდენმა პირმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში სპეციალური სიიდან. შესაბამისად, სულ რამდენი ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ უბანზე, გაურკვეველია. მიუხედავად ამისა, დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიამ უბნის შედეგები გადათვლის შედეგად ჩასწორებული მონაცემებით მიიჩნია ნამდვილად. საია არ ეთანხმება ოლქის გადაწყვეტილებას და უბნის ბათილობის მოთხოვნით ახალი სარჩელი წარადგინა სასამართლოში. საქმის განხილვა დღესაა ჩანიშნული”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა