დავით სერგეენკო - უბედური შემთხვევა მოხდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რომელიც კვამლით გაიგუდა

უბედური შემთხვევა მოხდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ჩემი მეზობელია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წარმომადგენლმა დავით სერგეენკომ განაცხადა. ის თამარაშვილის ქუჩაზე, იმავე კორპუსში ცხოვრობს, სადაც ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა და მამაკაცი დაიღუპა. მისი თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და მეზობლებს არც აფეთქების ხმა გაუგიათ.

"მეც ახლა გავიგე, რომ მოხდა უბედური შემთხვევა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რომელიც კვამლით გაიგუდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. სამწუხაროდ, არ ვიცი დეტალები რამ გამოიწვია ეს ხანძარი. ალბათ მალე გვეცოდინება ამის შესახებ. ჩემი მეზობლები არიან. მეც ამავე სახლში ვცხოვრობ და სამწუხარო ამბავია. მე გასული ვიყავი, რომ გავიგე დავბრუნდი ეზოში"- განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, თამარაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. დაღუპულია ერთი ადამიანი.

იხილეთ ვიდეო: უბედური შემთხვევა მოხდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რომელიც კვამლით გაიგუდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა