აშშ-ში კორონავირუსის 142 279 შემთხვევა გამოვლინდა და 1 464 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 142 279 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში 64 939 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, რაც ასევე უპრეცედენტოდ მაღალი დღიური რაოდენობაა. ამასთან, ვირუსს ქვეყანაში კიდევ 1 464 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ მერვე დღეა აშშ-ში კოვიდ 19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები 100 000-ს აჭარბებს.

როგორც კოვიდიფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით ქვეყანა პირველ ადგილზეა მსოფლიოში. აშშ-ში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 10.7 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულთა რაოდენობა კი 247 000-ს აჭარბებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო