მაია ბითაძე - ოპონენტები ტირაჟირებენ ისეთ სიცრუეს, რომელიც ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ვნახოთ ფურცლებით, გასაჩივრების ოქმებით

ოპონენტები კვლავ ტირაჟირებენ სიცრუეს და ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ტირაჟირებენ ისეთ სიცრუეს, რომელიც ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ვნახოთ ფურცლებით, გასაჩივრების ოქმებით,- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა მაია ბითაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის მიერ თბილისის 57-ე და 73-ე უბნებზე დარღვევებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ ოქმთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველო“ კვლავ შეეცადა უკან დაებრუნებინა ინფორმაცია და საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაცია მიეწოდებინა.

„ჩვენ დაგპირდით, რომ არც ერთი ცრუ ბრალდება, არც ერთი ტყუილი ინფორმაცია, რომელიც ასე ინტენსიურად ვრცელდება ჩვენი ოპონენტების მხრიდან, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან და შედეგებთან დაკავშირებით, არ იქნება დატოვებული ჩვენს მიერ უყურადღებოდ და ყოველდღიურ რეჟიმში, ყველა ცრუ ბრალდებაზე მოსახლეობას მივაწვდით ინფორმაციას რეალობის შესახებ და ინფორმაციას, კონკრეტული, გავრცელებული ვირტუალური ცრუ ინფორმაციის შესახებ. დღეს, გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ კონკრეტულ შემთხვევას, რომელიც გუშინ გავრცელდა “ევროპული საქართველოს” მხრიდან და აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა, ორი დღის წინ საზოგადოებას მიაწოდა სრული და ამომწურავი ინფორმაცია, ასევე წარუდგინა პრეზენტაცია საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, გაბათილებული ოქმები, ე.წ დისბალანსები, შედეგების გამოცხადების ვადები და თან ასევე კონკრეტული მაგალითები იყო მის მიერ წარმოდგენილი, ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი ოპოზიციური პარტიიდან, ვერც ერთი ციფრი, ვერც ერთი არგუმენტი და საერთოდ ნული რეაგირება ბატონი შალვას მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაზე. სამწუხაროდ, კვლავ თავს გვახვევენ, ჩვენს მოსახლეობას თავს ახვევენ ცრუ ინფორმაციას, მათ შორის იმ კონკრეტულ მაგალითებთან დაკავშირებით, რომელიც შალვა პაპუაშვილის მიერ იქნა ორი დღის წინ წარდგენილი კონკრეტულ ოქმთან და კონკრეტულ უბანთან დაკავშირებით. კონკრეტულად თემა, რაზეც დღეს მინდა მოგახსენოთ, შეეხება ორ მაგალითს - პირველი, ეს არის 57-ე უბანი 22-58 - ოქმთან დაკავშირებით, რომელზეც დეტალური ინფორმაცია შალვა პაპუაშვილმა წარმოადგინა, თუმცა გუშინ სერგი კაპანაძემ, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა კვლავ ამ ოქმთან დაკავშირებით მიაწოდა აბსოლუტურად ცრუ ინფორმაცია საზოგადოებას და ელემენტარულად არასერიოზულია, როდესაც უკვე ჩვენს მიერ წარმოდგენილ ოქმთან დაკავშირებით, იგი კვლავ შეეცადა უკან დაებრუნებინა ინფორმაცია და საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაცია მიეწოდებინა. ამის მიზეზი სავარაუდოდ ორია - ან მათ პრობლემები აქვთ არითმეტიკასთან, პრობლემები აქვთ დოკუმენტების სრულფასოვან წაკითხვასთან ან მეორე, კვლავ ცდილობენ, რომ დესტრუქციული პოზიციიდან გამომდინარე შექმნან ვირტუალური, მოდელირებული რეალობა. ამ კონკრეტულ ოქმთან დაკავშირებით, 57-ე უბანთან დაკავშირებით, რომელიც არის 22-58- ე ოქმის, მინდა მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია და ამ ოქმს ბრიფინგის შემდეგ დაგირიგებთ თითოეულ თქვენგანს, სადაც ნახავთ მარტივ არითმეტიკას, რომელიც იქვე იქნა ჩასწორებული - ამ უბანში საერთოდ არის 357 ამომრჩეველი, ეს არის ამომრჩევლის საერთო რაოდენობა. კომისიის წევრებმა, შეცდომით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა გადმოიტანეს იმ გრაფაში, რომელმაც უნდა დაადასტუროს მიმსვლელი ამომრჩევლების რაოდენობა, ეს იყო მექანიკური შეცდომა და საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ 202-ით მეტი იყო, ციფრში იყო სხვაობა. ამასთან, კომისიის ყველა წევრი ხელს აწერს ამ ოქმს, მაგრამ იქვე ადგენენ შესწორების ოქმს, სადაც ასევე ყველა ოქმის წევრი აწერს ხელს და ადასტურებს, რომ რეალურად ადგილზე მისული იყო არა 357, არამედ 155 ამომრჩეველი - ეს არის შესწორების ოქმი, სადაც იქვე არის დადასტურებული, რომ ნაცვლად იმ შეცდომისა, საერთო რაოდენობაში ციფრი არის გადმოტანილი მიმსვლელი ამომრჩევლის რაოდენობაში, იქვე შესწორების ოქმში არის 155 დაფიქსირებული და ყველაზე პარადოქსული არის ის, რომ ოქმს ბუნებრივია აწერია დრო, როდის დგება ეს ოქმი - ეს არის დრო 21 საათი და 28 წუთი. შესწორების ოქმი არის იმ წუთასვე შედგენილი და ყველა, მათ შორის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ბუნებრივია, აწერენ ხელს , როგორც შესწორების ოქმს, ასევე ძირითად ოქმს. შესწორების ოქმიც არის იქვე გაკეთებული, იმავე დროს, 21 საათსა და 28 წუთზე ანუ მყისიერად მოხდა რეაგირება, ხოლო ბატონი სერგი ცდილობს საზოგადოება მოატყუოს, რომ ასეთი შემთხვევები იყო გამოყენებული არჩევნებზე მანიპულაციისთვის. ყველას დაგირიგებთ და თქვენივე თვალით იხილავთ, რომ ეს არის აბსოლუტური სიცრუე და სამწუხაროა, რომ აი ესეთი მაგალითებით ხდება აპელირება, მაშინ როდესაც ჩვენს მიერ იყო ეს ოქმი მოყვანილი, როგორც ერთ-ერთი შესწორების მაგალითი“,- განაცხადა ბითაძემ.

ამასთან, მაია ბითაძის შეფასებით, სერგი კაპანაძის განცხადება, რომ საბურთალოზე 73-ე უბანზე „ევროპულ საქართველოს“ ხმები მოპარეს სხვა პარტიის - „მოქალაქის“ სასარგებლოდ, „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“ და ოპოზიცია სიცრუეს ტირაჟირებს.

„ძალიან პარადოქსულია კიდევ ერთი რამ, როდესაც ბატონმა სერგიმ ისაუბრა 73 -ე უბანზე, საბურთალოზე, სადაც მან ახსენა, რომ "ევროპულ საქართველოს" მოპარეს 35 ხმა, სხვა პარტიის სასარგებლოდ. ალბათ, გაინტერესებთ რომელ სხვა პარტიაზეა საუბარი - ეს არის პარტია "მოქალაქე" , ალეკო ელისაშვილი, რომელსაც ჰქონდა შემთხვევით დამატებული „ევროპული საქართველოს“ 30 ხმა. მას ჰქონდა შემთხვევით დამატებული "ევროპული საქართველოს" 30 ხმა, ხოლო 5 ხმა იყო გაბათილებული. ეს ბუნებრივია საბოლოო ჯამში გასწორდა სასამართლოს მიერ, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ არის ის, რომ როდესაც სერგი კაპანაძე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, ძალიან სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს იმაზე აპელირება, რომ "ქართულმა ოცნებამ" თურმე გააყალბა არჩევნები ალეკო ელისაშვილის სასარგებლოდ, "ევროპულ საქართველოს" მოპარა 30 ხმა და ის გადასცა ბატონ ალეკო ელისაშვილს. ეს ორი მაგალითი არის აბსოლუტურად ნათელი ლუსტრაცია იმისა თუ რას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები ნაცვლად იმისა, რომ გადავიდნენ კონსტრუქციულ რეჟიმში. ისინი კვლავ ტირაჟირებენ სიცრუეს და ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ტირაჟირებენ ისეთ სიცრუეს, რომელიც ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ვნახოთ ფურცლებით, ვნახოთ გასაჩივრების ოქმებით, ვნახოთ შესწორების ოქმებით და ყველაზე მნიშვნელოვანი, თვალნათლივ დავინახეთ ეს იმ პრეზენტაციაში, რომელიც საჯაროა და რომელიც შალვა პაპუაშვილმა ორი დღის წინ მოამზადა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, რომ გადავიდნენ კონსტრუქციულ რეჟიმში და ნუ შეეცდებიან რომ 21-ე საუკუნეში გამოიყენონ საინფორმაციო საშუალებები იმისთვის, რომ მოატყუონ ჩვენი მოსახლეობა“,- განაცხადა ბითაძემ.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება