შალვა ნათელაშვილი - აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე საუბრების დეტალიზაცია არ მოხდება, მაგრამ სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ ოპოზიცია ასეთი ერთიანი, როგორიც ახლაა, არ მინახავს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებებში, რომელიც ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ამ წუთებშიც იმართება, ის ოპოზიცური პარტიები მონაწილეობენ, რომლებმაც არჩევნებზე ბარიერი გადალახეს. ნათელაშვილს ჟურნალისტებთან შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ოპოზიცია ისეთი ერთიანი, როგორიც ახლაა, არ უნახავს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, რთულ პოლიტიკურ კრიზისში, რაც წარმოიშვა მასობრივად გაყალბებული არჩევნების შედეგად, რის გამოც ოპიზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, ამ პროცესის დარეგულირებაში ჩაერთვნენ ჩვენი მოკავშირეები, მეგობარი სახელმწიფოები, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ჩართულია ის პარტიები, ვინც ვითომ გადალახა ბარიერი, მაგრამ მე დავაყენე საკითხი, რომ ვინც ვერ გადალახა ბარიერი, რეალურად, მათმა ნაწილმა გადალახა, ამიტომ ისინიც უნდა იყვნენ მოწვეულები. შეხვედრები გაგრძელდება. მე შემიძლია ვთქვა, რომ იქ მიმდინარე საუბრების დეტალიზაცია, მოლაპარაკების თანახმად, არ მოხდება. მაგრამ შემიძლია სიამაყით აღვნიშნო, რომ ქართული ოპოზიცია ასეთი ერთიანი, როგორიც ახლაა, არ მინახავს. ყველა დგას იმ პოზიციაზე, რაზეც ვიდექით“,- განაცხადა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო