პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებთან რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გამოწვევები განიხილა

რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გამოწვევები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან მორიგი საუბრისას, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი გახარიამ დეტალური ინფორმაცია მიიღო თითოეულ რეგიონში არსებული მდგომაროებისა და საჭიროებების შესახებ და სახელმწიფო რწმუნებულებს კონკრეტული დავალებები მისცა.

„საუბრისას განიხილეს თითოეულ რეგიონში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში კოვიდის მართვის პროცესში დამატებითი კლინიკების ჩართვის საკითხი და ასევე დამატებით კოვიდ-სასტუმროების მობილიზება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც შესაძლოა, მსგავსი საჭიროება დადგეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფექციის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტისთვის, მნიშვნელოვანია მკაცრად გაკონტროლდეს ინფიცირებულ პირთა კონტაქტების თვითიზოლაცია, ასევე - ოჯახის ექიმების ეფექტური ჩართულობა იმ ინფიცირებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ. რაც შეეხება კოვიდ-სასტუმროებს, პრემიერის დავალების შესაბამისად, ყველგან გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები, რაც კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებული შედარებით მსუბუქი პაციენტების სამედიცინო მეთვალყურეობას გულისხმობს. სახელმწიფო რწმუნებულების ინფორმაციით, რეგიონებში, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხორციელდება მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ასევე სტაციონარებში საწოლფონდის შესაძლო დეფიციტის პრევენციის მიზნით, მუდმივად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების დეტალური გაცნობისა და კოვიდის მართვის პროცესში არსებული გამოწვევების ოპერატიულ რეჟიმში გადაჭრის მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა