თამარ კორძაიამ ცესკოში საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ  29 ოქმთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა

"რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა, გაერთიანებული ოპოზიციის „ენმ - ძალა ერთობაშიას“ წევრმა თამარ კორძაიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ 29 ოქმთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა.

კორძაიას თქმით, მათ საჩივარი მხოლოდ რაჭის შედეგებთან დაკავშირებით არ შეაქვთ, რადგან აღნიშნულ რაიონში წარმომადგენელი არ ჰყავდათ.

“საოლქო საარჩევნო კომისიებმა მაჟორიტარულ და პროპორციულ არჩევნებში შემაჯამებელი ოქმები შეადგინეს ისე, რომ არცერთი საჩივარი არ განუხილავთ, არცერთი სერიოზული პრობლემა არ განუხილავთ, ფორმალურად დააჯამეს შემაჯამებელი ოქმები, ამიტომ ჩვენ ვასაჩივრებთ საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს. შევიტანეთ 29 ოქმთან დაკავშირებით საჩივარი, არ ვასაჩივრებთ რაჭის შედეგებს იმიტომ, რომ იქ წარმომადგენლები არ გყავდა და არ გვქონდა დაწერილი საჩივრები”, - განაცხადა კორძაიამ.

მისივე თქმით, თუ ცესკო საჩივრებს არ დააკმაყოფილებს პარტია სასამართლოს მიმართავს.

“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა საჩივარი უნდა განიხილოს ცალცალკე. ამჯერად ვერანაირ ხარვეზს ვერ დაადგენს განუხილველობასთან დაკავშირებით და ველოდებით მის შინაარსობრივ განხილვას. თუ არ დაგვიკმაყოფილებს ცესკო ამ საჩივრებს, რა თქმა უნდა, წავალთ სასამართლოში”, - განაცხადა კორძაიამ.

ამასთან, დღესვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აბსოლუტურად ყველა ოლქის ყველა შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა პარტია “ევროპულმა საქართველომ”.

როგორც “ევროპული საქართველოს” იურისტმა ანა ჯიქურიძემ განაცხადა, უამრავი ოქმია, სადაც აბსოლუტური დისბალანსია.

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2020
ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა