ამირან გამყრელიძე - ხომ გადავეჩვიეთ გადაკოცნას, ხომ გადაგვაჩვია პანდემიამ, ისევ და ისევ გთხოვთ, ერთი წელიწადი თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან

ძალიან კარგად მივდიოდით დაახლოებით სექტემბრის 10-15 რიცხვამდე, შემდეგ სამწუხაროდ, ჩვენ ხელიდან გავუშვით ეგრეთ წოდებული აღვირი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების კომენტირებისას განაცხადა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ თავშეყრებისგან და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დიდი ეპიდაფეთქების წყარო სწორედ მრავალრიცხოვანი თავშეყრები გახდა.

„ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ ამ პანდემიიდან. იცით, რომ ძალიან კარგად მივდიოდით დაახლოებით სექტემბრის 10-15 რიცხვამდე, შემდეგ სამწუხაროდ, ჩვენ ხელიდან გავუშვით ეგრეთ წოდებული აღვირი. რატომ და როგორ ამას შემდეგ გავაანალიზებთ. ისევ და ისევ დავიჯერეთ ივლისში, აგვისტოში, რომ თითქოს დავამარცხეთ პანდემია. აგვისტოს ბოლოს ერთ-ერთ ქალაქში ცხრა 400- კაციანი ქორწილი იყო, საიდანაც პირველი დიდი ეპიდაფეთქება წამოვიდა, რომელიც გავრცელდა. ხომ გადავეჩვიეთ გადაკოცნას, ხომ გადაგვაჩვია პანდემიამ, ისევ და ისევ გთხოვთ, ერთი წელიწადი თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან. თბილისში აიკრძალა რესტორნები, მცხეთაში გადაინაცვლეს. მესმის, ძალიან კარგია, მაგრამ თავშეკავება გვმართებს“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს